Posts

Showing posts from May 26, 2013

თომას მანი "იმედის გაცრუება"

Image
თომას მანი პაულ თომას მანი  ( გერმ.  Paul Thomas Mann; დ.  6 ივნისი   1875 ,  ლიუბეკი ,  გერმანია  — გ.  12 აგვისტო   1955 ,  ციურიხი ,  შვეიცარია ) — გერმანელი მწერალი,  ესეისტი , ეპიკური რომანების ოსტატი,  ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1929),  ჰაინრიხ მანის ძმა,  კლაუს მანისა  და ერიკა მანის მამა. წარმომავლობა და ბავშვობა   პაულ თომას მანი დაიბადა მდიდარე  ლიუბეკელი  მოვაჭრის თომას იოჰან ჰაინრიხ მანის ოჯახში. ოჯახის უფროსი ამავდროულად საქალაქო საბჭოს სენატორის თანამდებობაც ეკავა. თომასის დედა, იულია მანი, ქალიშვილობაში  და სილვა–ბრუნსი , წარმომავლობით ბრაზილიელი იყო. თომასის ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა და ორი და: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი  ჰაინრიხ მანი  ( 1871 - 1950 ), უმცროსი ძმა ვიქტორი ( 1890 – 1949 ), და იულია ( 1877 – 1927 , თვითმკვლელობა) და კარლა ( 1881 – 1910 , თვითმკვლელობა). მანების ოჯახი შეძლებული იყო და თომასის...