უმოკლესი ლიტერატურული შედევრები

ჩემი ბლოგისათვის ყველაზე მოკლე პოსტია ეს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რადგან სულ რამდენიმე სიტყვაში ჩატეული სიბრძნე და ტკივილი გაოიხატება. 5 უმოკლესი მოთხრობა , რომელიც მეტია ვიდრე სქელტანიანი რომანები 1. ერთხელ ჰემენგუეი ნაძლევი დადო, რომ დაწერდა მოთხრობას ოთხი სიტყვისგან შემდგარს, რომელიც ნებისმიერ მკითხველს გულს აუჩუყებდა. მან ნაძლევი მოიგო: "იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. ჩაუცმელი" 2. ფრედერიკ ბრაუნმა ყველაზე მოკლე საშინელებათა მოთხრობა დაწერა: "დედამიწაზე დარჩენილი ერთდაერთი ადამიანი ოთახში იჯდა. უეცრად კარზე დააკაკუნეს.." 3. ო. ჰენრიმ ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსში გაიმარჯვა: "მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და ბენზინის კასრთან დაიხარა, რომ ენახა ბევრი იყო თუ არა ბენზინი. გარდაცვლილი 23 წლის იყო". 4. მსგავსი კონკურსი ინგლისელებმაც ჩაატარეს, მაგრამ კონკურსის პირობების თანახმად მოთხრობაში შემდეგი სიტყვები უნდა ეხსენებინათ: დედოფალი, ღმერთი, სექსი, საიდუმლო. პირველი ადგილი ასეთი მოთხრობის აცტორს მიაკუთვნეს: "ღმერთო!-დაიყვირა დედოფა...