ყორანი

ერთხელ ღამით როცა ბნელი მაძალებდა ფიქრი ძნელი უცნაური თავსატეხის, მივიწყებულ ცოდნის აზრს მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს, აკაკუნებს ვიღაც ითხოვს თავშესფარს, აღებს კარს "სტუმარია" გავიფიქრე "აკაკუნებს აღებს კარს სტუმარი სხვა არარა" მაგონდება, მახსოვს მაშინ დეკემბერში, მყინვარ ქარში ჯერ ჩაუმქრალ ნაკვერცხალში ლანდი როცა ახელს თვალს მოვინატრე განთიადის შუქი, დრო რა ნელა გადის! სევდა ლამის მისწვდეს ცამდის სად ლენორის სახლი დგას მზეთუნახავ ქალის ვინაც ანგელოზთა ისმენს ხმას აქ არავინ იცნობს მას ჩრდილი ჩუმად ფრიალებდა უჩვეულო შრიალება განცვიფრებულს ფანტასტიკურ შიშის ელდას სცემდა ზარს გულისცემა ჩემი მესმის ხმა ღამეულ წყვდიადს ერთვის ისევ ვიმეორებ ჩემთვის აკაკუნებს აღებს კარს სტუმარია ვიღაც გესმის აკაკუნებს აღებს კარს სტუმარი სხვა არარა.