Posts

Showing posts from June 2, 2013

Heinrich Böll ჩემი ნაღვლიანი სახე

Image
ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი  (დ.  21 დეკემბერი ,  1917  — გ.  16 იანვარი ,  1985 ) — გერმანელი მწერალი,  ნობელის პრემიის ლაურეატი . ვილჰელმ კაიზერის გიმნაზიის დასრულების შემდგომ ჯერ დუგლად მუშაობდა, მერე — წიგნების მაღაზიაში. ლექსებსა და მოთრობებს სკოლაშივე წერდა.  1930   კელნის უნივესიტეტში  ჩაირიცხა. შემოდგომაზე კი  მეორე მსოფლიო ომში  გაიწვიეს. ჯერ საფრანგეთში იბრძონდა. მერე უკრაინის ფრონტზე. ომის დროს,  1942  წელს, იქორწინა ანა–მარია ჩეხზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა.  1945  წელს ამერიკელებს ტყვედ ჩავარდა. დურგლობა ტყვეობის შემდგომაც გაიხსენა, თუმცა კი მალე კელნის უნივერსიტეტს დაუბრუნდა. მისი ნაწარმოებები  1947  წლიდან იბეჭდება და ამ დროიდანვე პოპულარული ხდება. წლების განმავლობაში დასავლეთ  ევროპის  მწერალთა გაერთიანების — პენკლუბის დამჯდომარე იყო. მეორე მსოფლიო ომგამოვლინი თავგამოდებით აკრიტიკებდა და, საზოგადოდ, ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა დევნილთა პრობლემებ...

ჯერომ სელინჯერი "ბანანა თევზის ამინდი"

Image
ჯერომ დეივიდ სელინჯერი   ( ინგლ .   Jerome David Salinger ; დ .   1 იანვარი ,   1919 ,   ნიუ - იორკი   - გ .   27 იანვარი ,   2010 ,   კორნიში ,   ნიუ - ჰემფშირი ) იყო   ამერიკელი   მწერალი . სახელი მოიხვეჭა რომანით „ თამაში ჭვავის ყანაში “ ( 1951 ) ( ახალ თარგმანში „ კლდის პირზე , ჭვავის ყანაში “ - მთარგმნელი გია ჭუმბურიძე ). აღსანიშნავია სელინჯერის ეპიკური ციკლი ― საგა გლასების ოჯახზე ― „ ბანანა თევზის ამინდი “ ( 1948 ), „ ფრენი და ზუი “ ( 1961 ), „ ჭერი ასწიეთ , დურგლებო “ ( 1963 ), „ სეიმური - გაცნობა “ ( 1963 ). სელინჯერი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატია . მისი გმირები უმთავრესად ბავშვები და მოზარდები არიან , რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს : აქედან მომდინარეობს მისი ტრაგიზმი , გაუცხოება , მარტოობა , დაბნეულობა , დეპრესია , პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი . მის ბოლო ნაწარმოებებში იგრძნობა გატაცება რელიგ . დოქტ...