წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი "გალობანი სინანულისანი"
" გალობანი სინანულისანი" „გალობანი სინანულისანი“ ორიგინალური პოეტური ნაწარმოებია, რომელიც ეკუთვნის XI-XII საუკუნეებში მოღვაწე საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელს . ეს ნაწარმოები შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ ( ეფრემ ასურის , იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის , იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. ის განსაკუთრებულ მსგავსებას ამჟღავნებს ანდრია კრეტელის „დიდ კანონთან“. მსგავსება ამ ორ ძეგლს შორის დიდი ხანია შენ...