Posts

Showing posts from November 18, 2012

მოლოდინი ( გოდერძი ჩოხელი )

Image
-ასე მგონია, ვიღაც უნდა შემხვდეს.   -ვინ უნდა შეგხვდეს   -რა ვიცი - მაშ რატომ გგონია - იცი, მე ის მიყვარდა -როდის?  -მეც არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ. -მაინც? -მანამ დავიბადებოდი. -ვერ გავიგე -შეიძლება, დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან, მე იქ მიყვარდა და ეხლაც  სულ იმას  ვეძებ. -რომ არ შეგხვდეს? -ეგეც შეიძლება -უცოლო ხომ არ დაბერდები? მოიყვანე ვინმე -ვინ? -რა ვიცი ვინმე