მოლოდინი ( გოდერძი ჩოხელი )


-ასე მგონია, ვიღაც უნდა შემხვდეს.

  -ვინ უნდა შეგხვდეს 

-რა ვიცი

-მაშ რატომ გგონია

-იცი, მე ის მიყვარდა

-როდის?

 -მეც არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ.

-მაინც?

-მანამ დავიბადებოდი.

-ვერ გავიგე

-შეიძლება, დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან, მე იქ მიყვარდა და ეხლაც  სულ იმას  ვეძებ.

-რომ არ შეგხვდეს?

-ეგეც შეიძლება

-უცოლო ხომ არ დაბერდები? მოიყვანე ვინმე

-ვინ?

-რა ვიცი ვინმე


-არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო

-ის რომ არ შეგხვდეს?

-ხომ მიყვარს

-ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს.

-ჰო მიყვარს

-იქნებ არ გიყვარს?

-მაშ რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდეს

-იქნებ სიზმარში ნახე

-არა, სხვაგან ვნახე სადღაც.

-გარეგნობა გახსოვს როგორი აქვს?

-არა არ მახსოვს

-მაშ როგორ უნდა იცნო, რომ შეგხვდეს?

-ვიცნობ. ვიცი რომ ვიცნობ. არ შეიძლება არ ვიცნო.

*    -    *   -   *

-არ შეგხვდა?

-არა, არ შემხვდა

-მერე?

-რა მერე?

-არ მოიყვანე ცოლი?

-არა

-კიდევ იმას ელოდები?

-ჰო-რამდენი წლისა ხარ?

-სამოცდაექვსის.

-კიდევ გიყვარს?

-კიდევ.

-იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი

-ჰა?...

-არა, არაფერი...

Comments

Popular posts from this blog

ედგარ ალან პო "ანაბელ ლი" - Annabel Lee BY EDGAR ALLAN POE

"ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს დუმილი ოქროი რჩეული" (ამჯერად ვერცხლი სჯობს)

გოდერძი ჩოხელი - "მოხევის სადღეგრძელო"