ხორხე ლუის ბორხესი

ედგარ ალან პო ედგარ პოს სიტყვებს მიღმა ( ისევე როგორც სვიფტის , კარლეილის ან ალმაფუერტეს შემთხვევაში ) ნებისმიერს შეუძლია ნევროზი ამოიკითხოს . მისი შემოქმედების ამგვარ ანომალიასთან დაკავშირება აბსოლუტურად უსამართლო ნაბიჯიცაა და იმავდროულად სავსებით გამართლებულიც , გააჩნია , როგორ შეხედავ ამ მოვლენას . იგი უსამართლოა , თუკი ნევროზის მოხმობით დაწერილის გაუფასურებასა და უგულვებელყოფას ეცდებიან ; სამართლიანია , თუკი ნევროზში დაწერილის უკეთ გაგების საშუალებებს ეძიებენ . როგორღაც არტურ შოპენჰაუერს უთქვამს , ჩვენი ნების გარეშე არაფერი დაგვემართებოდაო ; ნევროზში , ისევე როგორც სხვა უბედურებებში , შეიძლება განსაკუთრებული მექანიზმი დავინახოთ , რისი მეშვეობითაც ადამიანი მიზანს უახლოვდება . ნევროზი გამოადგა პოს ფანტასტიკური ნოველის ჟანრის განახლებისას , შიშის გამოხატვის ლიტერატურული ხერხების გასამძაფრებლად .