Posts

Showing posts from June 17, 2012

გოდერძი ჩოხელი "უმისამართო წერილი"

Image
„ - მე შენ მიყვარხარ! - არა გჯერა? - ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ… მე შენ მიყვარხარ! ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს როგორიც იყავი. დილა არის. თოვს. ფანჯრიდან გხედავ, რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები. თოვს. ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გავხარ. დგეხარ ჩემს ფანჯარასთან და მელოდები. სახეზე გათოვს. შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწა...