Posts

Showing posts from March 27, 2011

ისა კოაძოი ეშმაკის მონოლოგი

Image
ინგუში განმანათლებლის, ადილ-გირეი დოლგიევის ხსნოვნას ”ეროვნული ხასიათი, ძირითადად, უმრავლესობის ზნეობრივ თვისებებზეა დამოკიდებული, და ეს თვისებები თანაბარნი არიან, როგორც ერის, ასევე, მისი თითოეული წარმომადგენლისათვის. და თუკი ისინი არ იქნებიან მაღალგანვითარებულნი, პატიოსანნი და გაბედულნი, მაშინ სხვა ერებთან შედარებით საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენისანი იქნებიან, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელს მსოფლიოში უდარესი წონა ექნებათ”. ს. სმაილზი

ჯეიმს ჯოისი ეველინა

Image
  გოგონა ფანჯარასთან იჯდა, უცქერდა, როგორ იპყრობდა საღამო პროსპექტს. თავი ფარდაზე მიედო და ნესტოებით შეიგრძნობდა მტვრიანი კრეტონის სუნს. დაღლილი იყო... ქუჩაში რამდენიმე კაცმა გაიარა. ბოლო სახლში მცხოვრები მამაკაცი შინ მიიჩქაროდა. ეველინას კარგა ხანს ესმოდა ნაბიჯების ხმა ბეტონის ტროტუარზე, მერე წითელი სახლების წინ, დანაცრულ ბილიკზე, ჭრაჭუნის ხმაც გაკრთა...

ერნესტ ჰემინგუეი – “გორაკები როგორც თეთრი სპილოები”

Image
         გორაკები ებროს გადასწვრივ იყო გრძელი და თეთრი. ამ მხარეს არ იყო არც ერთი ხე, მხოლოდ მატარებლის სადგური ორ ლიანდაგს შუა. სადგურის ახლოს კი იყო პატარა ბარი, ღია კარით და მასე დაკიდებული ფარდით, მწერებისგან თავის დასაცავად. ამერიკელი და მისი თანმხლები გოგონა ისხდნენ ჩრდილში, ბართან ახლოს. ცხელი დღე იყო, და მატარებელი ბარსელონადაც ორმოც წუთში ჩამოდგებოდა, რომელიც დააყოვნებდა მხოლოდ 2 წუთს და გააგრძელებდა გზას მადრიდისკენ.