Posts

Showing posts from December 30, 2012

ნიკო გომელაური

Image
"რაღა დროს ჰამლეტია, მე ჩემი ჰამლეტი ვითამაშე უკვე დიდი ხანია" - ნიკო არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა… და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა… ვის გაუგია ივლისში თოვა?! მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ. მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს, რომელიც თოვლის ალერსით ყვავის… ინგლისურის ლექცია მქონდა, შესვენებაზე გამოსულმა  გავიგე ეს მტკივნეული ამბავი. ჩემს მეგობარ გოგონას სახეზე 2 დიდი ცრემლი ჩამოუგორდა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მხიარულ ჯგუფში ვიყავი შემდეგი 50 წუთი მხოლოდ ლექტორის ინგლისური საუბარი ისმოდა აუდიტორიაში. თანამედროვე ქართულ პოეზიაში მისი დიდი კვალი და სახელი დატოვა. დატოვა მისი სილაღით, კაცობითა და ნიჭით. მისი ბოლო ვიზიტი ტელევიზიაში "ნანუკას შოუში" იყო. ერთ-ერთ ეპიზოდში ნანუკა ჟორჟოლიანი ასეთ რაიმეს უებნება ნიკოს: "-არ ვიცოდით რა გვეჩუქებინა?!" ნიკოს პასუხი: "რა იყო ნიჭი მიყიდეთ სადმე?" აი ეს ფრაზა ამტკიცებს მის თავმდაბალ ხასიათს. უფალმ...

"დაბეჭდილი მატარებელი" - შტეფან ცვაიგი

Image
კაცი, რომელიც მეჯღანის მდგმურია მშვიდობის პატარა კუნძული _ შვეიცარია, ყოველი მხრიდან მსოფლიო ომის ღველფისა და ღადარის ღვარცოფით გარემოცული, ავად ხსენებულ 1915-18 წლებში ის სცენა გახლდათ, რომელზედაც დღენიადაგ ერთი ამაღელვებელი დეტექტიური რომანი თამაშდება. მეომარ სახელმწიფოთა ელჩები ფეშენებელურ სასტუმროებში ისე გულცივად უვლიან ურთიერთს გვერდს, თითქოს ერთმანეთს თავის დღეში არ იცნობდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ურთიერთს სტუმრად იწვევდნენ და მეგობრულად ბრიჯს თამაშობდნენ. მათ აპარტამენტებში გუნდ-გუნდად ირევიან საეჭვო პიროვნებები, დეპუტატები, მდივნები, ატაშეები, საქმოსნები, სახეშებურვილი თუ სახეშეუბურავი ქალბატონები, ყველანი _ საიდუმლოებით მოცული დავალებებით აღჭურვილნი. სასტუმროების წინ მიმოდიან უცხოელთა განმასხვავებელი ნიშნებით შემკული ბრწყინვალე ლიმუზინები, რომლებიდანაც მსხვილი მრეწველები, ჟურნალისტები, ვირტუოზ-შემსრულებლები და თითქოსდა შემთხვევით, თავშესაქცევად მოგზაურები იჭვრიტებიან. თითქმის ყოველ მათგანს ანალოგიური დავალება აქვს: რაღაც შეიტყოს, რაღაცას მიაკვლიოს. ჰოდა,...