Posts

Showing posts from January 13, 2013

ვაჟა-ფშაველა "ამოდის ნათდება"

Image
ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება. ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრე და სხვების მოლოდინიც ჰქონდათ. ყმუილით, ნელის ბოხის ხმით აუწყებდენ ამხანაგებს: “მოდით, ნუ დაიგვიანებთო!”.

ილია ჭავჭავაძე "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!"

Image
აჰა , ერთი კიდევ ახალი წელიწადი ... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს , ქართველნო ? რა გვაქვს დღეს სასურველი , რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ , რა გვაქვს ხვალ სანატრელი , რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა , რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ : „ ჰოი , წამო სიხარულისავ , ესე სწრაფად სად წახვედი !“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა , რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს , ან ნატვრით ვთქვათ : „ მოვიდინ , დღეო სიხარულისაო !“ რა გითხრათ , რით გაგახაროთ ? ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ : „ შემოვდგი ფეხი , გწყალობდეთ ღმერთი ...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა , ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ . ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ - მოვდგეთ . წყალობა ღვთისა კარგია , მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ , თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს , არა სხლავს , არა ჰფურჩქნის , არ უვლის , არ ჰპატრონობს ....