Posts

Showing posts from November 3, 2013

ერნესტ ჰემინგუეი – Ernest Hemingway (1899 – 1961)

Image
"ბანალური ამბავი" მოკლედ , იგი ფორთოხალს ჭამდა და კურკებს ნელ - ნელა ისროდა . გარეთ თოვლჭყაპი იწყებოდა . ოთახას ელექტროღუმელი სრულიად არ ათბობდა . ის მოცილდა საწერ მაგიდას და ღუმელზე დაჯდა . რა განცხრომაა ! ახლა იგრძნო ცხოვრების ფასი . მან კიდევ ერთი ფორთოხალი აიღო . შორს , პარიზში , მასკარმა მეორე რაუნდშივე დაანარცხა დოყლაპია დანი ფრაში . უფრო შორს , მესოპოტამიაში ოცდაერთფუტამდე მოთოვა . მსოფლიოს მეორე კიდეზე , შორეულ ავსტრალიაში ინგლისელი კრიკეტისტები თავისი კარის გამაგრებაზე ზრუნავდნენ . აი სადაა რომანტიკა ! ხელოვნებისა და მწერლობის მესვეურებმა ყურადღება მიაქციეს ჯურნალ “ ფორუმს ”, – კითხულობდა იგი . ესაა მოაზროვნე უმცირესობის მეგზური , ფილოსოფოსი და მეგობარი . პრემირებული მოთხრობები , ვინ იცის , მათი ავტორები ხვალ იქნებ ბესტსელერებს დაგვიწერენ . თქვენ მოგეწონებათ ეს გულთბილი , უშუალო ამერიკული მოთხრობები – ცხოვრებიდან აღებული და თან ჯანსაღი ჰუმორით გამსჭვალული ამბები , რანჩოების სივ...