გურამ დოჩანაშვილი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გავიაზრე რომ თუ რა ძალა და სიამოვნება აქვს პირველად წაკითხვას * * * ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა: - თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვა და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომელსაც ამჟამად გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე აქამდე, პატარა ადგილს როდი იჭერს ყოფა-ცხოვრება, წარმოების გარეთა სფერო ადამიანის საქციელსა და მოქმედებაში. ასანთი ხომ არა გაქვს?