Posts

Showing posts from October 28, 2012

გურამ რჩეულიშვილისადმი!

Image
დაიბადა თბილისში, 1934 წლის 4 ივლისს. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იმავე წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობები. წერდა ნოველებს, მოთხრობებს, პიესებს, მინიატურებს, ლექსებს. მისმა შესანიშნავმა ნაწარმოებებმა თავიდანვე მიიპყრი საზოგადოების ყურადღება. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. ძალიან საინტერესო იყო როგორც პიროვნება, ადამიანი, ვაჟკაცი, თავდადებული ახალგაზრდა, რომელიც თავსაც ცდის და სხვებისთვისაც არ ზოგავს. ზოგიერთ მის ნაწარმოებში, ერთგვარად, მის ბედზე წინასწარმეტყველებასაც შენიშნავს მკითხველი.