ედგარ ალან პო "ანაბელ ლი" - Annabel Lee BY EDGAR ALLAN POE

ამ პოსტში გთავაზობთ გენიალური ამერიკელი პოეტისა და მწერლის ლექსის 3 ქართულ თარგმანს. სამ ლექსებს წავიკითხავდეთ ორიოდე სიტყვა პოზე:
1849 წლის 7 ოქტომბერს, დილის 5 საათზე გარდაიცვალა დიდი პოეტი და მწერალი ედგარ ალან პო.
რამდენიმე დღით ადრე, 3 ოქტომბერს ედგარ პო იპოვეს ბალტიმორში, ქუჩაში, უგონო მდგომარეობაში. მანამდე, სექტემბერში, რიჩმონდში იყო და ლექციების ციკლს კითხულობდა, სახელწოდებით „პოეტური პრინციპი“. ჰქონდა უამრავი გეგმა. იქიდან გაემგზავრა, 1500 დოლარი ჰქონდა ჯიბეში. ეს მაშინ დიდი თანხა იყო. როგორც ვთქვით, იპოვეს ქუჩაში, უგონო მდგომარეობაში. ფული აღარ ჰქონდა, ალბათ გაძარცვეს. ეცვა სხვისი ტანსაცმელი. გადმოცემით იმეორებდა სახელს „რეინოლდს“... ზოგიერთი გადმოცემით, კი მისი ბოლო სიტყვები იყო: ღმერთო დაეხმარე ჩემს საბრალო სულს“...
გადაიყვანეს ბალტიმორის ჰოსპოტალში, სადაც გარდაიცვალა, როგორც ვთქვით 7 ოქტომბერს.
მასზე ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს ნარკომანი იყო, მაგრამ ეს არ აღმჩნდა მართალი. დღეისათვის ბურუსითაა მოცული მისი საიდუმლო გარდაცვალების მიზეზები, არა ერთი დიაგნოზი სახელდებოდა, თუმცა, საავადმყოფოს ყველა დოკუმენტი დაკარგულია
ანაბელ ლი
დიდი ხნის, დიდი ხნის წინ,
იქ ერთი ქალწული ცხოვრობდა, რომელსაც
ეძახდნენ ანაბელ ლის;
მას ისე ვუყვარდი, არას დაეძებდა,
ოღონდ მყვარებოდა ის.
ყმაწვილი იყო და ყმაწვილი ვიყავი
ზღვის პირას დიდი ხნის წინ,
მაგრამ სიყვარულში სიყვარულს ვჯობნიდით
ჩვენ - მე და ანაბელ ლი;
და ამ სიყვარულის ერთხელაც შეშურდათ
ფრთიან სერაფიმებს ცის.
ეს იყო მიზეზი იმისი, რაც მოხდა
ზღვის პირას დიდი ხნის წინ,
ქარმა დაიქროლა ღამით და მოჰგვარა
ჟრჟოლა ჩემს ანაბელ ლის;
წამიც, და ამაყი ხალხი მისი გვარის
გაჩნდა და წამგვარეს მყის,
წამგვარეს, ჩაკეტეს შავბნელ აკლდამაში
დიდი ხნის, დიდი ხნის წინ.
ჩვენი აღმაფრენის რადგან ნახევარიც
არ ეგრძნოთ ანგელოზთ ცის,
ამიტომ მოხდა (ეს სუყველამ უწყოდა
ზღვის პირას დიდი ხნის წინ),
რომ ქარმა დაქროლა ცივი ღრუბლიდან და
მომიკლა ანაბელ ლი.
მაგრამ ნებისმიერ ბრძენკაცზე ძლიერად
ვგრძნობდით სიყვარულის ხიბლს -
და არც ლაჟვარდებში მცხოვრებ ანგელოზებს,
და არც ბოროტ სულებს წყლის,
არ ჰქონდათ უნარი, განეყოთ სულები
ჩემი და ანაბელ ლის: -
მას მერე სხივები მთვარის მახსენებენ
ყოველთვის ანაბელ ლის;
ვარსკვლავთა შუქი კი ფართო თვალებია
მშვენიერ ანაბელ ლის;
და ასე, ღამეში, ჩემს ძვირფას საცოლეს,
სიცოცხლეს, სიყვარულს ცივს,
ვუწევარ გვერდით მის შავბნელ აკლდამაში -
ეს მოხდა დიდი ხნის წინ.
(თარგმანი ვალერიან გაფრინდაშვილისა)
ის უეჭველად იყო ოდესმე -
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში,
იქ საოცნებო სცხოვრობდა ქალი,
ვისაც ჰქვიოდა ანაბელ ლი.
ჩვენ ერთმანეთი მეტად გვიყვარდა
და მხოლოდ ამით ჩვენ ვსულდგმულობდით.
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში,
იქ საოცნებო სცხოვრობდა ქალი,
ვისაც ჰქვიოდა ანაბელ ლი.
ჩვენ ერთმანეთი მეტად გვიყვარდა
და მხოლოდ ამით ჩვენ ვსულდგმულობდით.
ვსუნთქავდით ტრფობით, ვით ორი ბავშვი,
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში
შემორკალულნი თავდავიწყებით
მე და სათუთი ანაბელ ლი,
შურით გვიცქერდნენ სერაფიმები:
ეს ტრფობა ჩვენთვის ვერ ეპატივნათ.
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში
შემორკალულნი თავდავიწყებით
მე და სათუთი ანაბელ ლი,
შურით გვიცქერდნენ სერაფიმები:
ეს ტრფობა ჩვენთვის ვერ ეპატივნათ.
მიტომაც მოხდა - მოხდა ოდესმე,
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში
დაბერა ქარმა უბოროტესმა
და გააფრინა ანაბელ ლი,
ჭირისუფლების მოსულმა კრებამ
ჩემგან წაიღო ის სამუდამოთ,
რომ მიებარათ სარკოფაგისთვის
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში.
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში
დაბერა ქარმა უბოროტესმა
და გააფრინა ანაბელ ლი,
ჭირისუფლების მოსულმა კრებამ
ჩემგან წაიღო ის სამუდამოთ,
რომ მიებარათ სარკოფაგისთვის
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში.
ჩვენს ნეტარებას თვით სამოთხეში
ვერ განიცდიდენ სერაფიმები
მიტომაც მოხდა (ეს ყველამ იცის
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში)
მოვარდა ღამით ბრმა ქარიშხალი
და მოჰკლა ჩემი ანაბელ ლი.
ვერ განიცდიდენ სერაფიმები
მიტომაც მოხდა (ეს ყველამ იცის
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში)
მოვარდა ღამით ბრმა ქარიშხალი
და მოჰკლა ჩემი ანაბელ ლი.
ჩვენ სიყვარულში აღვემატენით
ჩვენზე ხნიერებს, ჩვენზე უფროსებს,
იმათ ვინც იყო აღვსილი სიბრძნით.
ანგელოზებმა და დემონებმა
ვერ დაგვაშორეს ჩვენ ვერასოდეს.
და განუყრელნი ვიყავით სულით
მე და სპეტაკი ანაბელ ლი
წლებით მდიდარი.
ჩვენზე ხნიერებს, ჩვენზე უფროსებს,
იმათ ვინც იყო აღვსილი სიბრძნით.
ანგელოზებმა და დემონებმა
ვერ დაგვაშორეს ჩვენ ვერასოდეს.
და განუყრელნი ვიყავით სულით
მე და სპეტაკი ანაბელ ლი
წლებით მდიდარი.
მთვარის დაისში წარმომიდგება
დაუვიწყარი ანაბელ ლი,
როგორც ვარსკვლავნი მისი თვალები
გადმომცქერიან ცის მწვერვალიდან.
ღამის ციმციმში მე მასთანა ვარ,
ჩემ საცოლესთან ჩემ სიყვარულთან
და იმის გვერდით მე გართხმული ვარ
იქ, უცხო ქვეყნის ცივ აკლდამაში.
დაუვიწყარი ანაბელ ლი,
როგორც ვარსკვლავნი მისი თვალები
გადმომცქერიან ცის მწვერვალიდან.
ღამის ციმციმში მე მასთანა ვარ,
ჩემ საცოლესთან ჩემ სიყვარულთან
და იმის გვერდით მე გართხმული ვარ
იქ, უცხო ქვეყნის ცივ აკლდამაში.
ანაბელ ლი
(ინგლისურიდან თარგმნა - მერაბ მეტრეველმა)
ეს იყო ბევრი, ო, ბევრი წლის წინ,
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც
მშვენიერ ანაბელ ლის; -
რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ
და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.
ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,
როცა სამეფოში ზღვის
სიყვარულით, სიყვარულზე მეტით
გვიყვარდა მე და ანაბელ ლის -
ვით ფრთები ცაში სერაფიმების
იყო სიყვარული ის.
შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები
სული გაუთოშა ანაბელ ლის
ნათესავებმა კეთილშობილთა
მაშინ წამგვარეს ის...
და გამოკეტეს ძველ აკლდამაში
სამეფოში, ნაპირად ზღვის.
ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;
ჩემი და ანაბელ ლის
სწორედ ამიტომ (ეს ყველამ იცის
სამეფოში, ნაპირად ზღვის)
ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები
ბოლო მოუღო ანაბელ ლის.
და სიყვარულით ასე ძლიერით
ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?
ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?
ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს
რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის
არ შეუძლიათ, რომ დააშორონ
სულები ჩემი და ანბელ ლის.
მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა
სიზმარში ანაბელ ლი
ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს
მშვენიერ ანაბელ ლის...
სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ
და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის
შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის...
ეს იყო ბევრი, ო, ბევრი წლის წინ,
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც
მშვენიერ ანაბელ ლის; -
რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ
და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.
ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,
როცა სამეფოში ზღვის
სიყვარულით, სიყვარულზე მეტით
გვიყვარდა მე და ანაბელ ლის -
ვით ფრთები ცაში სერაფიმების
იყო სიყვარული ის.
შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები
სული გაუთოშა ანაბელ ლის
ნათესავებმა კეთილშობილთა
მაშინ წამგვარეს ის...
და გამოკეტეს ძველ აკლდამაში
სამეფოში, ნაპირად ზღვის.
ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;
ჩემი და ანაბელ ლის
სწორედ ამიტომ (ეს ყველამ იცის
სამეფოში, ნაპირად ზღვის)
ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები
ბოლო მოუღო ანაბელ ლის.
და სიყვარულით ასე ძლიერით
ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?
ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?
ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს
რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის
არ შეუძლიათ, რომ დააშორონ
სულები ჩემი და ანბელ ლის.
მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა
სიზმარში ანაბელ ლი
ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს
მშვენიერ ანაბელ ლის...
სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ
და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის
შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის...
ანაბელ ლი
(ინგლისურიდან-თარგმნა შოთა იათაშვილმა)
ეს მოხდა ზღვის პირას, ერთ დიდ სამეფოში,
ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას
ReplyDelete